|
2015-03-25 16:57:57, 688 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები სუიციდის პრევენციის კუთხით გადამზადდებიან
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სუიციდის პრევენციის თემაზე კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით ევროპის საბჭოს კასკადური ტრენინგი დაიწყო. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სასწავლო კურსი სუიციდის პრევენციის პროგრამის წარმატებით განხორციელებას ემსახურება. როგორ უწყებაში აცხადებენ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელია პოტენციური რისკის დროულად გამოვლენა, მისი შეფასება, დოკუმენტირება და მართვა, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კვალიფიციური კადრების კოორდინირებულ მუშაობაზე. „ტრენინგის პროგრამა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. აღნიშნული პროგრამით ეტაპობრივად გადამზადდება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ყველა ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი და რეჟიმის თანამშრომელი (სულ 8 ჯგუფი). სუიციდის პრევენციის სასწავლო პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებითა და კონკრეტული მაგალითებით, რაც მონაწილეებს სუიციდის პრევენციის ღონისძიებების, მართვის ტექნიკისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობის უკეთ გაანალიზებაში დაეხმარება. ტრენინგს სპეციალურად ამ პროგრამისთვის გადამზადებული ტრენერები წარუძღვებიან“, - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში. ტრენინგები ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ხელშეწყობით ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)