|
2015-03-24 11:54:44, 603 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეს სტუმრობდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მურღულიამ სტუდენტებს სამინისტროს ერთერთი მთავარი პრიორიტეტის "მწვანე ეკონომიკის" შესახებ ესაუბრა და გარემოს დაცვის ფაქტორის გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრა. „გარემოს დაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი მიმართულება გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებაა, რაც სტუდენტებთან აქტიურ თანამშრომლობას გულისხმობს. საქართველოში გარემოს კომპონენტის ნაწილში ცოდნის და შესაძლებლობების გაძლიერება ხელს შეუწყობს სტუდენტების მომავლის პროექტებზე სწორედ ორიენტირებას და ქვეყანაში თანამედროვე გარემოსდაცვითი პროფესიების დანერგვას“, - აცხადებენ სამინისტროში. მათივე ცნობით, საგანმანათლებლო ლექციებს სისტემატური სახე ექნება, რაც საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)