|
2015-03-23 10:46:18, 559 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. „ლურჯი ნაკადულის დღეს“ მუნიციპალიტეტის გამგეობამ მდინარის სანაპიროების მასშტაბური დასუფთავება მიუძღვნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებმა,სოფლის მკვიდრებმა და სკოლის მოსწავლეებმა დაასაუფთავეს მდინარის სანპიროები, სოფლის ცენტრები.სოფელ რუხში გამგებლის წარმომადგენლის ინიციატივით დასუფთავდა წყაროს წყლის მიმდებარე ტერიტორია. მიუხედავად უამინდობისა, სპეციალური ტექნიკითა და მოხალისეების დახმარებით გაიწმინდა მდინარეების: „ჯუმის,სინწა–ს, შხოუშიას, ენგურის, კახათწყარისა და რუხისწყარის კალაპოტები და მიმდებარე ტერიტორიები.დასუფთავების აქციას ხელმძღვანელობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და ზუგდიდის დასუფთავების სამსახურები.სამუშაოების მიმდინარეობას თავლყურს ადევნებდა და დასუფთავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა. სოფელ რუხსა და ოქტომბერში სკოლის ეზოში, შინმოუსვლელთა სკვერებში დაირგო მარადმწვანე და დეკორატიული სხვდასხვა ჯიშის ნარგავები კედარი,ნეკერჩხალი. დასუფთავებისა და გამწვანების აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პერმანენტულად ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)