|
2016-11-18 12:29:20, 1198 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილის უმრავლესობა არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა
ივანიშვილის უმრავლესობა პარლამენტში არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, "ქვეყანაში იზრდება სიღარიბე, იზრდება კრიმინალი, იზრდება კორუფცია, ეკონომიკა არ იზრდება და ეს სერიოზული კრიზისია. "უმრავლესობა ამ კრიზისზე პასუხისთვის მზად არ არის. პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, ჩვენი ოპოზიციის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს და მის გუნდს ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის ყველა ლეგიტიმურ, კონსტიტუციურ მეთოდს მივმართავთ პარლამენტში", - განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ამწუთებში დაიწყო. დეპუტატების დამტკიცებისთანავე, მთავრობის მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუწყდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)