|
2015-03-21 10:18:50, 878 ნახვა
სამართალი
შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილი - 1959 წელს დაბადებული ნოდარ ე. და 1988 წელს დაბადებული ჯაბა ე. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯაბა ე. მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო ნოდარ ე-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ჩ. მომხდარიდან მეორე დღეს გურჯაანში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)