|
2016-11-16 14:04:45, 1227 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე ვიზალიბერალიზაციაზე: პროგრესის ნიშნები ჩანს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველომ თავისი გასაკეთებელი გააკეთა და ახლა შეჩერების მექანიზმის თაობაზე, ევროკავშირშია პოზიციები შესაჯერებელი. ბაქრაძის განმარტებით, ეს საქართველოს არ უკავშირდება, არამედ ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკიდან გამომდინარეობს. ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირში პოზიციები მალე შეჯერდება და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ბოლო კენჭისყრა გაიმართება: „ როგორც უმაღლესმა კომისარმა მოგერინიმ განაცხადა, როგორც ეს აღნიშნა კომისარმა ჰანმა და ყველა მაღალჩინოსანმა, ამ თვალსაზრისით საჭირო საკითხი დასრულებული აქვს საქართველოს. დარჩენილია მხოლოდ ბოლო კენჭისყრა, რომელიც გაიმართება მაშინვე, როგორც კი შეჯერდება პოზიცია ევროკავშირის შიგნით შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რაც საქართველოს არ უკავშირდება, უკავშირდება ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკას. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ, იმედი გამოვთქვათ... ჩანს პროგრესის ნიშნები და მალე მოხდება შეჯერება, რაც ნიშნავს დაუყოვნებლივ კენჭისყრას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე. ამ კუთხით ჩვენ მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)