|
2016-11-08 11:43:52, 4413 ნახვა
კულტურა
კონსერვატორიაში თბილისის კამერული მუსიკის XI ფესტივალი გაიმართება
თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 8-13 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში თბილისის კამერული მუსიკის XI ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ვოკალური მუსიკის საღამოთი გაიხსნება, რომელზეც მსმენელის წინაშე მეგი ჩიხრაძე (სოპრანო) და თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო) წარდგებიან. მასში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი ქართველი მუსიკოსები: ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები, ჯგუფი „The Quintessence", ნიკოლოზ რაჭველი (ფორტეპიანო), ოთარ მაღრაძე (ფორტეპიანო), ნინო გულიაშვილი (ფორტეპიანო) და სხვა. ცნობისთვის, ფესტივალი 2006 წლიდან ტარდება. მასში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა თაობისა და პროფილის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები– ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები. თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალის მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)