|
2016-11-05 12:38:59, 871 ნახვა
რეგიონი
სოფელ ზვარეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები მესამე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ქართველი მუშების ცემის ფაქტის დროულად გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და ჩინური კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, დღეს გაფიცული მუშების მხარდასაჭერად სოფელ ზვარეში სტუდენტებიც ჩავლენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოფელ ზვარეში ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. ამასთან, ინციდენტის შედეგად რამდენიმე ჩინელიც არის დაშავებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)