|
2016-11-03 10:24:30, 4589 ნახვა
კულტურა
ეროვნულ მუზეუმში გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება
3 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე არტისტის მიერ 50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. 1967 წელს გოგი ალექსი-მესხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1975-92 წლებში იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი. 1996 წლიდან მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჰემფშირის შტატში. ის დორტმუტის კოლეჯის თეატრალური სცენოგრაფიის კურსს უძღვება, რისთვისაც ხელოვნების ფაკულტეტის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)