|
2015-03-19 13:39:31, 961 ნახვა
სამართალი
შსს 21 მარტის აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციებს გამართავს
შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, 21 მარტს დაგეგმილი აქციის დროს, უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. მისივე განმარტებით, შსს ხვალ გააკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზები დაიკეტება და სად იქნება შეფერხება. ამასთან, მინისტრის თქმით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აქციის ორგანიზატორებთან კონსულტაციები გაიმართება. "არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ კონტრაქცია, რაც იგეგმება, მასთან შეხებაში არ იქნება, აქ უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. როგორც განვაცხადეთ, ხვალ დამატებით გაკეთდება განცხადებები, თუ რა გზები დაიკეტება, სად იქნება შეფერხებები, სად შეიძლება გააჩერონ მანქანები, მათ ვინც ჩამოვლენ რეგიონებიდან - თუ ჩამოვლენ",-განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 21 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია არის დაანონსებული. არსებული ცნობებით, აღნიშნული აქციის პარალელურად კონტრაქცია იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)