|
2015-03-19 11:26:30, 648 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა: ტუნისში გასტროლზე მყოფ ანსამბლის წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ
აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობა, ტუნისში, ბარდოს მუზეუმში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ტუნისში გასტროლზე მყოფ ანსამბლ „მთაწმინდა“-ს წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ. „გვსურს გაცნობოთ, რომ ტუნისში ანსამბლ „მთაწმინდა“-ს გასტროლზე მყოფ წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ. აჭარის მთავრობა მუდმივ კავშირზეა ანსამბლის ხელმძღვანელ გიორგი ფარსენაძესთან და პერმანენტულად იღებს ინფორმაციას ანსამბლის წევრების ადგილსამყოფელისა და პირობების შესახებ. უახლესი ინფორმაციით, ანსამბლის 104-ივე წევრი ამჟამად იმყოფება ლაინერზე GMS, რომელიც დღეს დილით ბარსელონაში გაემგზავრა. ტუნისის პორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. აჭარის მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე", - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)