|
2015-03-18 14:30:09, 730 ნახვა
საზოგადოება
მალაიზიის დელეგაცია სერვისების განვითარების სააგენტოს რეფორმებს გაეცნო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა მალაიზიის დელეგაციის წევრები მიიღო, რომელსაც კუალა ლუმპურის მერი აჰმად ფეზალ ტალიბი ხელმძღვანელობს. შეხვედრას აგრეთვე, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის მიზანი იყო გაცნობოდნენ საქართველოში დანერგილ სახელმწიფო სერვისების მოდელს და იმ მომსახურებებს, რასაც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები მოქალაქეებს სთავაზობს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარუდგინეს, მომსახურებებთან და ზოგადად სერვისების მიწოდების სფეროში დანერგილ მოდელთან დაკავშირებით. მალაიზიური დელეგაციის ვიზიტის მიზანი ქართული რეფორმებისა და მიღწევების გაცნობაა. მისი წევრები საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდნენ და უკვე გამართეს შეხვედრა იუსტიციის სამინისტროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოში. გუშინ მალაიზიელი სტუმრები თბილისის მერ დავით ნარმანიას შეხვდნენ. დელეგაცია საქართველოს 20 მარტს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)