|
2015-03-18 11:01:26, 1274 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი:რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინი, რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის დაგეგმილ ე.წ. “თანამშრომლობის და ინტეგრაციის“ ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა. ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმების გაფორმება რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ეწინააღმდეგება და რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრ საერთაშრისო ვალდებულებებს აღვევს. „18 მარტს დაგეგმილი რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ზოგიერთ სფეროში ხელისუფლების გადაცემას ითვალისწინებს, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მას არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი“ ,- ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულებას მხარეები დღეს მოსკოვში გააფორმებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)