|
2016-10-18 09:14:04, 4507 ნახვა
კულტურა
18 და 20 ოქტომბერს თბილისში იზმირის ორკესტრის კონცერტები გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის მერიის თანამშრომლობის შედეგად, 18-20 ოქტომბერს, თბილისში, ორ კონცერტს გამართავს იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, კონცერტებს უდირიჟორებს ცნობილი ქართველი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ხოლო სოლისტი იქნება ასევე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე თორაძე. საღამოებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზები უმასპინძლებს. იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი პირველი უცხოური სიმფონიური ორკესტრია, რომელიც კონცერტებს გამართავს თბილისში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, 1991 წლიდან მოყოლებული. ბილეთების შეძენა შესაძლებელია დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროში და ონლაინ www.tkt.ge
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)