|
2016-09-28 22:26:55, 1053 ნახვა
სხვადასხვა
ნიდერლანდები: Malaysia Airlines-ის MH17 რუსეთიდან შემოტანილი, რუსული წარმოების რაკეტით ჩამოაგდეს
გამოძიებამ, რომელიც ნიდერლანდებმა ჩაატარა, დაადგინა, რომ 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოვარდნილ სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა პრორუსი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, როგორც დადგინდა, რაკეტა "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით იყო ნასროლი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან შეიტანეს. ცნობისთვის, 2016 წლის აპრილში უკრაინის პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც Malaysia Airlines-ის თვითმფრინავის MH17-ის საქმის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების მთავარი მოწმე-ექსპერტის ალექსანდრ რუვინის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. რუვინზე თავდასხმა 2015 წლის ოქტომბერში ჰოლანდიის საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას მოჰყვა, რომელშიც ასევე რუსული მხარის ბრალეულობა იკვეთებოდა. აქვე შეგახსენებთ, რომ Malaysia Airlines-ის თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდებას 298 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა ლუმპურამდე ასრულებდა რეისს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)