|
2015-03-14 12:03:59, 937 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუზუსტდა
„ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი არ დამძიმებია და მას უკვე წაყენებული ბრალი დაუზუსტდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მებარიშვილის ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ განაცხადა. გაბაიძის განმარტებით, დაზუსტდა გარკვეული სიტყვები და ბრალდების მუხლი არ შეცვლილა. მისივე განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა ბრალის დაზუსტების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. "ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება დარჩა, რაც იყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ანუ უფლებამოსილების გადამეტება. უბრალოდ, მასთან მიმართებაში ბრალის ფორმულირება დაზუსტდა“, - განაცხადა გაბაიძემ. გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალის თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი დაუმძიმდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)