|
2015-03-14 09:47:48, 793 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონო სახერხი საამქრო, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურში, გურამიშვილის ქუჩაზე, ხე-ტყის დაურეგისტრირებელი გადამამუშავებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლევან ძ-ს კუთვნილ უკანონო სახერხ საამქროში 10 კუბური მეტრი უსაბუთოდ დახერხილი ხის მასალა აღმოაჩინეს. საამქროს მფლობელი ლენტური ხერხის ულიცენზიოდ გამოყენებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-2 პრიმა მუხლით დაჯარიმდა. გამოძიება ლევან ძ-ს მიმართ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). სამართალდამცველებმა იმავე დღეს ხაშურში, გურამიშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი გააჩერეს, რომლითაც მძღოლს - პაატა კ-ს უკანონოდ გადაჰქონდა 5 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი. პაატა კ. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე დაჯარიმდა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)