|
2015-03-14 09:43:21, 827 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აჭარის ქვედანაყოფების თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში თითქმის ორი წელია მონაწილეობს. უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მ.იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკი“-ს დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. სისხლის ჩაბარების აქცია პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)