|
2016-09-22 12:26:52, 579 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: რეალურად არჩილ თალაკვაძემ ჩაუყარა საფუძველი უპრეცედენტოდ წარმატებულ C ჰეპატიტის პროგრამას
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ლიხაურის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სექტორებზე ისაუბრეს. მინისტრმა დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. „ჩემი დამსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მინიმალურია. ეს არის მთავრობის ერთიანი ძალისხმევის შედეგი და მთავარი პრიორიტეტი და ასე დარჩება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. არჩილი ძალიან თავმდაბალი ადამიანია და არ უყვარს, როცა მასზე საუბრობენ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ რეალურად მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენთვის ყველასთვის მართლაც და უპრეცედენტოდ წარმატებულ C ჰეპატიტის პროგრამას, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი“, - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე დავით სერგეენკომ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)