03:12 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 12:25:22, 638 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი სოფელ ბაგინეთში სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემებით დაინტერესდა

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ვანში სოფელ ბაგინეთში გარსევანიშვილების ოთხ სულიან ოჯახს ესტუმრა.

მაია გარსევანიშვილის განმარტებით, 12  წელია რაც მათი ოჯახი მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფება, მათი  ერთადერთი შემოსავალი სოცალური დახმარებაა, რაც თავისთავად საკმარისი არაა. მმართველი გუნდის კანდიდატმა ოჯახის უფროსის პრობლემები მოისმინა და დახმარება აღუთქვა:

„აუცილებელია თვითმმართველობამ იზრუნოს ამ ადამიანებზე და   გამოუნახოს ფართი სადაც ღამის გათევას შეძლებენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ნორმალური  პირობები, რადგან ეზრდებათ შვილები, რომლებმაც უნდა მიიღონ განათლება  და  გახდნენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები”, - განაცხადა  „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ ბაგინეთში სტუმრობისას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics