|
2015-03-13 12:13:42, 684 ნახვა
სამართალი
სასამართლო პარლამენტთან მომხდარი ჩხუბის დროს დაკავებულების საქმეებს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაკავებული 5 პირის საქმეს განიხილავს. მათ შორის ერთი "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილია, ერთი "თავისუფალი ზონის" წევრი, 3 კი- "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი. ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა ერთად 5-ვეს პროცესი. მოსამართლემ ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხანში უნდა მიიღოს. საქალაქო სასამართლოსთან "თავისუფალი თაობის" და "თავისუფალი ზონის" აქტივისტები არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ცნობისთვის, პარლამენტთან გუშინდელ აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკანონმდებლო ორგანოდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები-გოკა გაბაშვილი და გიგა ბოკერია გამოვიდნენ. მათ ადგილზე მისული "თავისუფალი თაობის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდენ. ჩხუბში "თავისუფალი ზონის" აქციის მონაწილეებიც ჩაერთნენ. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე სულ 6 პირი დააკავა, ერთი კი, მალევე გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)