|
2015-03-13 12:06:21, 574 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან“ მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის სესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მოაწერა, ხოლო უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან კი პრორექტორმა ვახტანგ ქავთარაძემ. „მემორანდუმის ფარგლებში, დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში“ 20%-იანი შეღავათით ისარგებლონ. თავის მხრივ სამინისტრო,მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში, რომლებიც დაკავშირებული იქნება იძულებით გადაადგილებულ პირებთან. სამინისტრო დევნილი სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მჭიდროდ თანამშრომლობს“,-ნათქვამია დევნილთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)