|
2016-09-21 20:20:30, 781 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ამ გზაზე საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანებებსა და კერძო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. მხარეებმა ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს ბელგიელი ბიზნესმენების ვიზიტი საქართველოში, რომელიც, ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, 2016 წლის ნოემბერში იგეგმება. ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველომ, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას, ნატო-ს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ბელგიის სამეფოს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ბელგიის სამეფოს პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გიორგი კვირიკაშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)