|
2016-09-21 10:48:47, 4087 ნახვა
კულტურა
მუსიკისა და ხელოვნების ბავშვთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „სტარტი“ იწყება
ა.ა.ი.პ „სტარტფესტი“ ორგანიზებით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ამა წლის 23-25 სექტემბერს თბილისში გაიმართება მუსიკისა და ხელოვნების ბავშვთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „სტარტი“, რომლის ანალოგიც უამრავ ქვეყანაში ყოველწლიურად წარმატებით ტარდება და რომელსაც ჩვენი დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საკონკურსო ტურები და გალა კონცერტი გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მათივე ცნობით, კონკურსში მონაწილეობას 6-დან 17 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ და წარმოადგენენ როგორც სასიმღერო, ისე მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. ქართველ შემსრულებლებთან ერთად ხუთი სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტები წარდგებიან მაყურებლის წინაშე. კონკურსი მოიცავს ორ საშემსრულებლო ტურს, მონაწილეებს შეაფასებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ჟიურის წევრები. გამარჯვებულები გრანდიოზულ გალა-კონცერტზე დაჯილდოვდებიან, რომელშიც კონკურსანტებთან ერთად ცნობილი ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. გალა კონცერტი იქნება საქველმოქმედო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)