|
2016-09-19 13:51:05, 4790 ნახვა
კულტურა
20 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების გამოფენა „სფუმატო“ გაიხსნება
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის, საერთაშორისო ლაბორტორია ”CYLAND”-ისა და არტ-ცენტრ “ПУШКИНСКАЯ-10”-ს ორგანიზებით 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების გამოფენა ”სფუმატო” გაიმართება. მედია არტ ლაბორატორია ”CYLAND” არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც მთელი მსოფლიოდან მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები გააერთიანა. ”CYLAND” „სფუმატო“-ს გამოფენაზე ინსტალაციებს წარადგენს, ხოლო არტ-ცენტრი ”პუშკინსკაის-10” ექსპოზიციაში ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებიც ფოტოგრაფიის ანალოგურ და ციფრულ შესაძლებლობებში ექსპერიმენტებს ატარებენ. გამოფენა 20 სექტემბერს 18:00 საათზე გაიხსნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)