|
2015-03-12 10:51:50, 773 ნახვა
სამართალი
შსს-მ მამინაცვლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ძველი თბილისის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები ლაშა ო. თბილისში ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ავლაბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მამინაცვალი – 1976 წელს დაბადებული ვახტანგ ჯ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლაშა ო. მომხდარიდან რამდენიმე საათში ხარაგაულის რაიონში, სოფელ ხევში დააკავეს. მკვლელობის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)