|
2015-03-11 11:57:29, 942 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-მა დარიალის ჰიდროელექტროსადგურს 50-მილიონიანი დაფინანსება გამოუყო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დარიალის ჰიდროელექტროსადგურს წელს 50 მილიონიანი დაფინანსება გამოუყო, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, დარიალის ჰიდროელექტროსადგურზე სამუშაოები წელს დასრულდება და ის ექსპულატაციაში შევა. „მინდა ავღნიშნო, დარიალთან მიმართებაში, რომ EBRD-მა გამუყო დაფინანსება 50 მილიონი. წელს უკვე ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდება და ექსპულატაციაში შევა. ეს ჩვენი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კალაძემ. მინისტრმა ხუდონჰესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია „ხუდონჰესზე უახლოეს მომავალში გეტყვით. სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. მოგეხსენებათ, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)