|
2015-03-11 11:38:56, 943 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ფინანსთა სამინისტროს კითხვები ნორმალურია
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს კითხვები „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მიმართებაში ნორმალურია. როგორც კალაძემ აღნიშნა, „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი არ ხდება და ეს პროპაგანდის ნაწილია. „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის თითქოს პროპაგანდა, თითქოს ვიღაცას ატერორებენ, მინდა იცოდეთ, რომ ეს დრო დასრულდა. ორი წელია ეგეთი რაღაცეები არ ხდება, რომ ვიღაცას ატერორებენ, ვიღაცას ბიზნესს ართმევენ. სააკაშვილი თავის რეჟიმთან ერთად დასრულდა და წავიდა. ის, კითხვები რაც „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მიმართებაში ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს, ეს ნორმალურია. ისინი ახორციელებენ კონკრეტული კომპანიების შესწავლას, ეს მათი მოვალეობაა. თუ რაიმე კანონდარღვევა აღმოაჩინეს, შეუძლიათ ითანამშრომლონ ენერგო-პროსთან და თანამშრომლობენ კიდეც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)