|
2015-03-10 11:43:10, 669 ნახვა
საზოგადოება
ნიუ-ჯერსიში ამერიკაში გარდაცვლილი ორი ქართველი კურსანტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება
ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, 2015 წლის 10 მარტს ნიუ ჯერსიში ამერიკაში გარდაცვლილი აშშ-ს საზღვაო თავდაცვის აკამდემიის ორი ქართველი მსმენელის - რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო და აშშ-ში საქართველოს საელჩო გარდაცვლილი ქართველი კურსანტების ხსოვნის პატივსაცემად სამოქალაო პანაშვიდში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განცხადებას ავრცელებს. „10 მარტს 15.00 საათზე, ნიუ-ჯერსიში, მისამართზე 232 Kipp Avenue, Hasbrouck Heights, NJ 07604 გაიმართება აშშ-ში გარდაცვლილი, ამერიკის საზღვაო აკადემიის ქართველი მსმენელების სამოქალაქო პანაშვიდი. გენერალური საკონსულო უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და პროფესიული არმიისთვის“,-ნათქვამია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)