11:26 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 17:32:25, 842 ნახვა

სამხედრო
საქართველოში SNGP-ის პროექტის თურქეთის წარმომადგენლის როტაცია განხორციელდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, პოლკოვნიკი მეთინ გიუნალი გენერალ კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

ლელა ჩიქოვანმა სამხედრო მრჩეველს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის წვლილი შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციაში.

თურქი პოლკოვნიკის, მეთინ გიუნალის სამშობლოში როტაცია საქართველოში ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიათარი შეცვლის, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს.

ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics