|
2015-03-09 10:01:42, 977 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ბრალდებულმა გასაღების მიზნით საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარი, რომელიც საქართველოში შემოტანის შემდგომ გაასაღა საქართველოს მოქალაქეებზე. მათივე ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. საგამოძიებო სამსახური ასევე აგრძელებს მუშაობას იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი აშშ დოლარის შემოტანა და გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე. დანაშაულებრივ ფაქტზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)