11:20 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 19:56:23, 816 ნახვა

სამხედრო
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“ დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთში“ ქართულ-ნორვეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“ დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიალი ნორვეგიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც მოწვეულმა სტუმრებმა და მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

„გორდა 2016“-ში მონაწილე პირად შემადგენლობას სწავლების წარმატებით დასრულება ნორვეგიის შიდა გვარდიის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ჯონ სვინდლენდმა მიულოცა. სიტყვით მიმართვისას მან აღნიშნა, რომ ქართველ და ნორვეგიელ გვარდიელებს ბევრი საერთო გამოწვევა აქვთ; თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით საერთო მიზნების მიღწევა შესაძლებელია. გვარდიელებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა ასევე, ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა აკაკი მახარაშვილმა.

ცერემონიალის დასასრულს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ და მისმა მოადგილეებმა, პოლკოვნიკმა ანზორ გოგუაძემ და გიორგი ჩიქოვანმა სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის კაპელანის, მამა მიქაელის მიერ პირადი შემადგენლობის დალოცვით დასრულდა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლების „გორდა 2016“ მიზანი, ნორვეგიული გამოცდილების გაზიარებით, ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონის შტაბის დაგეგმვისა და მართვის პროცესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კოორდინებული მოქმედებების დახვეწა იყო. სწავლების დასკვნითი ეტაპით საქართველოს ეროვნული გვარდიისა და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის 4-წლიანი ერთობლივი პროექტი დასრულდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics