|
2016-08-04 13:12:11, 2375 ნახვა
სამართალი კომენტარი
ქეთევან ერემაძე: პრინციპულად არასწორია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ ესხმიან თავს მოსამართლეებს
პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს, - ასე უპასუხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძემ პოლიტიკურ წრეებში მათი მისამართით გაკეთებულ შეფასებებს. როგორც ერემაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე, ისევე როგორც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შიდაკონსულტაციებს გამართავს. „პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს და აიძულებენ მათ, თავი ჩაიყენონ თავის მართლების რეჟიმში. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რა თქმა უნდა გვექნება შეხვედრა, გავივლით კონსლუტაციებს მოსამართლეები ერთმანეთთან, განვიხილავთ ყველა საკითხს, თუ კიდევ დარჩა კითხვის ნიშნები. კონკრეტულმა მოსამართლეებმა გავავრცელეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ რატომღაც გვეგონა, რომ ეს იქნებოდა საკმარიის. როგორც ჩანს კითხვები დაინტერესებულ პირებს ჯერ კიდევ აქვთ, ამიტომ შევეცდებით ყველა საკითხი დეტალურად გავიაროთ“,- განაცხადა ქეთევან ერემაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)