|
2016-07-28 16:18:43, 874 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში ლოგისტიკური ქვედანაყოფების სწავლება დასრულდა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სახმელეთო ჯარების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ლოგისტიკური ქვედანაყოფების სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ორივე სარდლობის ოფიცრები და სერჟანტ-კაპრალები მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, სწავლების პირველი კვირა თეორიულ ნაწილს დაეთმო, მეორე ნაწილში კი სამხედრო მოსამსახურეებმა ველზე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს. წვრთნებისას ჯარისკაცებმა საბრძოლო მასალების დამუშავება, ტრანსპორტირებისას მისი კლასიფიკაცია და საბრძოლო მასალის საველე პუნქტის მოწყობა შეისწავლეს. სწავლებას გენერალური შტაბის ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ზვიად შანავა დაესწრო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)