|
2016-07-27 13:05:20, 1287 ნახვა
კომენტარი
თინა ხიდაშელი: გიორგი პაპუაშვილის ობიექტურობაზე მაღალი აზრი დიდი ხანია არ მაქვს
პაპუაშვილის ობიექტურობაზე მე მაღალი აზრი ძალიან დიდი ხანია არა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურად არაფერს იმ ტიპის პრობლემებთან მიმართებაში, რაზეც დღეს ის საუბრობს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ხიდაშელის თქმით, ის რომ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო არსებობდა მრავალი წლის განმავლობაში არც მას ახსოვდა და არც მოსახლეობას, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლომ თავად ”დაივიწყა საკუთარი ფუნქციები”. ”სასამართლო ქვეყანაში რომ არსებობდა ეს დამავიწყდა ბევრი წლის განმავლობაში. დაგვავიწყდა არა იმიტომ რომ იქ ვინმე არ მიდიოდა და არ ჩიოდა, არამედ იმის გამო, რომ მათ თვითონ დაავიწყდათ საკუთარი ფუნქციები. დღეს ის ძალიან აქტიურია. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაჩნდა ამ ქვეყანაში როგორც ფაქტორი. გიორგი პაპუაშვილის ობიექტურობაზე მე მაღალი აზრი ძალიან დიდი ხანია არა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურად არაფერს იმ ტიპის პრობლემებთან მიმართებაში, რაზეც დღეს საუბრობს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)