|
2015-03-05 17:41:23, 976 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ ხაბაძე „Absolut Investment Group“ -ის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე სვეტაკოვი მიიღო. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, „Absolut Investment Group“ -ის წარმომადგენლებთან შეხვედრა საქმიან ვითარებაში წარიმართა. რეგიონის პირველმა პირმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძესთან ერთად აჭარაში არსებული საინვესტიციო გარემო და მიმდინარე პროექტები პირადად გააცნო. კომპანია სასტუმრო და სათამაშო ბიზნესით არის დაინტერესებული. "Absolut Investment Group“ ცხრა წევრიანი შემადგენლობით ბათუმში პირველად იმყოფება. მათი ჩამოსვლის მიზანია ადგილობრივი საინვესტიციო ბაზრის შესწავლა და საქართველოში სამომავლოდ საინვესტიციო პროექტების განხორციელება. საინვესტიციო ჯგუფს ხელმძღვანელობს ალექსანდრე სვეტაკოვი , რომლის აქტივებიც შეადგენს 3,1 მილიარდი დოლარს. როგორც ბიზნესმენმა საუბრის დროს განაცხადა, ეს გაცნობითი ხასიათის ვიზიტია და ახლო მომავალში ის კონკრეტული წინადადებით ჩამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)