|
2016-07-20 21:15:51, 795 ნახვა
სამხედრო
ხიდაშელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს
აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაციამ პენტაგონიდან სახელმწიფო დეპარტამენტში გადაინაცვლა. მხარეებმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რეგიონალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ სტატუსს. სახელმწიფო დეპარტამენტში განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაცია. თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სთან გაფორმებული ახალი მემორანდუმის განხორციელების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)