|
2016-07-18 16:13:39, 820 ნახვა
სამხედრო
"კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციული რისკების შემცირების კურსი“ გაიხსნა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) დღეს „კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციული რისკების შემცირების კურსი“ გაიხსნა. სამდღიან კურსს თავდაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციების წარმომადგენელი სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები ესწრებიან. ტრენინგის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი მიესალმა და კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა. კურსს წარმართავენ თავდაცვის სამინისტროს გამოცდილი სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტები, ექსპერტები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოდან, იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ოფისიდან. სემინარის მიზანს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკებისა და მათი პრევენციის მექანიზმების გაცნობა, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ანტიკორუფციული ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. კურსი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)