|
2015-03-05 11:01:13, 579 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა საარსებო წყაროების განფასებული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების სრულად განფასებული 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სამინისტრო მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული სამოქმედო გეგმის განხილვაში. „სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვანია, ყველა იმ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობა, რომლებსაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დიდი გამოცდილება აქვთ. სამინისტრო მზად არის მოისმინოს იმ ორგანიზაციების მოსაზრებები და კომენტარები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)