|
2015-03-04 18:47:57, 969 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმის ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის საკონკურსო-საპროექტო წინადადებების წარდგენა დასრულდა
ბათუმის ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის საკონკურსო-საპროექტო წინადადებების წარდგენა დასრულდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტადიონის მშენებლობაზე სურვილს 12 კომპანია აცხადებს. საპროექტო წინადადებების პაკეტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს გაიხსნა. შეხვედრას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის და კონკურში მონაწილე კომპანიების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ. წარმოდგენილ კომპანიებს შორის 6 ქართული, ხოლო დანარჩენი უცხოური კომპანიებია. მათ შორის ესპანეთის, საბერძნეთის, პოლონეთის, თურქეთის, უკრაინისა და იტალის. პროექტები გამოიფინება საჯარო განხილვისათვის, რის შემდეგაც არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია იმსჯელებს პროექტის შეფასებაზე. სტადიონის პროექტირების საწყისი ღირებულება 650 000 ლარია. უეფას და ფიფას სტანდარტების სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ცნობისთვის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)