|
2016-07-12 18:32:26, 987 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. სკოლის ხელმძღვანელებმა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერიამ სტუმრებს DIB-ის მიზნებისა და ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სკოლის სტრატეგია გააცნეს. სამუშაო შეხვედრას ნატოსა და საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 28 ივნისს გაიხსნა და ნატოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. სკოლის მთავარი ამოცანა უსაფრთხოების სექტორში წარმატებული მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)