|
2015-03-04 10:56:54, 646 ნახვა
საზოგადოება
“იავნანამ” საქველმოქმედო კონცერტი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს მიუძღვნა
საქველმოქმედო ფონდ „იავნანამ“ გრანდიოზული ტელემარათონი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მოხუცებს მიუძღვნა. „დღევანდელი საღამო იყო დიდი ზეიმი სიყვარულის და გვერდში ამოდგომის“, - ასე შეაფასა საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ ჩატარებული კონცერტი. როგორც „ექსპრესნიუსს“ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში განუცხადეს, „იავნანას“ ფონდიდან შემოსული თანხა იქნება დამატებითი რეზერვი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტრეფიკინგის ფონდის თანადაფინანსებით პანსიონატში გათბობის პრობლემის მოსაგვარებლად. გადარიცხული თანხა არამხოლოდ ბენეფიციარების გათბობას, არამედ სოციალურად დაუცველებსაც მოხმარდება. კონცერტის გამართვამდე ბაატა ბურჭულაძე თემქის, ხანდაზმულთა სახლში მივიდა და იქ გამართულ კონცერტსაც დაესწრო, რომელიც „დედის დღეს“ მიეძღვნა. კონცერტში მონაცილეობა თავად ხანდაზმულება მიიღეს. მასპინძლობა მოხუცებს „ზედაზენმა“ გაუწია და ტკბილეულობითა და ლიმონათებით დაასაჩუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)