|
2016-07-02 13:45:53, 838 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირთა მოედანზე გაიხსენეს. გენერალმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპული გმირების პატივსაცემად გმირთა მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა თანამებრძოლებიც იმყოფებოდნენ. 1993 წლის 2 ივლისს, 05:00 საათზე დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)