|
2016-06-30 18:01:26, 799 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო საველე სწავლება დასრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადის 2С3 „აკაციის“ ბატალიონმა საარტილერიო საველე სწავლება დაასრულა. საბრძოლო სწავლებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და II საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე დაესწრნენ. დასკვნითი სწავლების დროს არტილერისტებმა საბრძოლო სროლები გეგმურ და არაგეგმურ მიზნებზე განახორციელეს. დასავლეთის სარდალმა 2C3 ბატალიონის პირადი შემადგენლობის მომზადება მაღალ დონეზე შეაფასა და სამხედროებს სწავლების წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა. საარტილერიო სწავლება 210-მა სამხედრო მოსამსახურემ ორფოლოს პოლიგონზე გაიარა. ათდღიან სწავლებაში 8 ერთეული 2С3 ტიპის თვითმავალი საარტილერიო ქვემეხი „აკაცია“ იყო ჩართული. სამხედრო მოსამსახურეებმა ბატალიონისა და ბატარეის ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით და შეფასებით დაასრულეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)