|
2015-03-02 09:31:56, 763 ნახვა
სამართალი
შსს–მ ბათუმში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული რამაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ბათუმში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა 1 მარტს, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, დღის საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1962 წელს დაბადებულ ბიძინა ბ.–ს გულ–მკერდის და ზურგის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში ბათუმში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარებს (საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)