|
2016-06-25 14:59:51, 909 ნახვა
რეგიონი
გიორგი კვირიკაშვილი სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს, „მარულა 2016“ დაესწრო
სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო - საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს, „მარულა 2016“ დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ცხენოსნობის აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გამოთქვა იმედი, რომ სენაკი გახდება ცხენოსნობის ერთ-ერთი ცენტრი საქართველოში. საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ასევე წარმოდგენილი იყო რეწვის ნიმუშებისა და სოფლის პროდუქტების გამოფენა. პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილი კუთხეები დაათვალიერა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)