06:23 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-01 16:52:27, 578 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე მის ნათლულებს მოუწოდებს, გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარონ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მის ნათლულებს მოუწოდებს, გაჭირვებულ ადამიანებს ტანსაცმლით, საჭმლითა და თბილი სიტყვით დაეხმარონ. 

პატრიარქმა მის ნათლულებსა და მათ მშობლებს  7 მარადმწვანე ნერგის – კედარის ან ნაძვის დარგვა დაავალა. 

„მრავალი ადამიანი მწოლიარეა, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, ზოგიერთ წყლის მიმწოდებელიც კი. ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევა ლოცვა–კურთხევა, გამონახეთ ასეთი გაჭირვებული ადამიანი და კვირაში ერთხელ მაინც მიდით, მიხედეთ და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ, საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით. ჩემს ნათლულებს, მის ოჯახებს ევალებათ, რომ თქვენი შვილების საკეთილდღეოდ,  7 მარადმწვანე ნერგი დარგოთ, კედარის ან ნაძვის“, – ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics