|
2016-06-22 15:27:09, 990 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძე ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოებს გაეცნო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დღეს ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტიდან გამომდინარე, ახალ საავტომობილო მაგისტრალზე მიმდინარე მშენებლობის გამო ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 4 პუნქტზე განხორციელდება. „მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში. გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი" ეტაპობრივად განახორციელებს. აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროექტია ქვეყნისთვის, აჭარის მოსახლეობისთვის ამ რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის და ასევე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“, - აცხადებენ აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)