|
2015-03-01 10:55:42, 561 ნახვა
საზოგადოება
შსს–ს აკადემიას სამცხე–ჯავახეთის რეგიონიდან აბიტურიენტები ეწვივნენ
შსს-ს აკადემიას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა. ახალგაზრდებს აკადემიის პრორექტორმა ფრიდონ დიასამიძემ უმასპინძლა. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები შსს-ს აკადემიაში მიღების წესებს და პროცედურებს გაეცნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე აკადემიის პრორექტორმა აკადემიაში არსებულ სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ, პოლიციის უწყებებში კადრების მიღების პროცედურებზე ისაუბრა. ასევე მოხდა იმ საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც აკადემიაში წელს პირველად განხორციელდება. შეხვედრის დასასრულს აბიტურიენტებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს. ახალგაზრდები სასწავლო პროგრამებით დაინტერესდნენ და შსს-ს აკადემიაში სწავლის გაგრძელებისა და პოლიციის სტრუქტურაში დასაქმების სურვილი გამოთქვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)