|
2016-06-20 15:43:07, 867 ნახვა
სამხედრო
თსუ-ს სტუდენტებმა 24 საათი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაატარეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა 24 საათი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მეტი ინფორმაცია გაეგოთ ქართული არმიის შესახებ, გაევლოთ ფიზიკური და სამედიცინო კურსი და მონაწილეობა მიეღოთ იმიტაციურ ბრძოლაში. მომავალი ჟურნალისტებისთვის სპეციალური პროგრამა სკოლის ინსტრუქტორებმა და თავდაცვის სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველომ, ნატოს მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთობლივად შეიმუშავეს. კურსის განმავლობაში სტუდენტებს ინსტრუქტორები ინდივიდუალურად უხსნიდნენ, თუ როგორ უნდა იმუშაონ საბრძოლო ვითარების დროს ისე, რომ არ დაზარალდნენ და არ დააზიანონ სამხედროების ინტერესები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკვე ერთი წელია, შესაძლებლობას აძლევს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს თავდაცვის ინფრასტრუქტურის გამოყენებითა და ინსტრუქტორების დახმარებით მიიღონ ცოდნა სამხედრო ჟურნალისტიკის მიმართულებით, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები და უფრო ახლოს გაიცნონ ქართული ჯარის ცხოვრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)